ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: 4 ნახევარმცველით? მეტოქეზე არა, არამედ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული

ჩავი თვლის, რომ მისი გუნდი ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი არ არის.

„სევილია ახლა რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი მეტოქეა. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც დაცვით ასპექტზე ბევრს მუშაობს და წინ რთული შეხვედრა გველის.

4-ნახევარმცველიანი სქემა? ეს მეტოქეზე არა, არამედ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. მთავარია, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ბურთის დაკარგვის შემდეგ. ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი და გავი ბურთს იშვიათად კარგავენ, შესაბამისად ასეთი ტაქტიკით თამაშისას ცოტა კონტრშეტევას ვიღებთ.

მთავარი ფავორიტები? შეფასებები სეზონის ბოლოს ხდება. კარგ ფორმაში ვართ, კარგ მონაკვეთს გავდივართ და კარგი დროება გვიდგას. კარგი თამაშები ვითამაშეთ.

მთლიანობაში, ლა ლიგაში მიმდინარე მოვლენებით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ: ჩვენ ლიდერები ვართ, 5 ქულით ვუსწრებთ რეალს, რომელმაც ახლახან ტიტული მოიგო... იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.

მე არ ვგრძნობ, რომ ფავორიტები ვართ, ტიტულის ერთ-ერთი პრეტენდენტები ვართ. ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ვეჯიბრებით. ჩემპიონობისთვის ბოლო ან ბოლოს წინა ტურამდე ვიბრძოლებთ. მათ ძლიერებად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ 5 ქულით ჩამოგვრჩებიან.

ჩვენ ასევე ვგრძნობთ ზეწოლას ყველა მატჩში, არა მხოლოდ მადრიდის რეალის მხრიდან. ყოველი კვირა მნიშვნელოვანია. ყოველი მატჩი აღნიშნავს სეზონს. ჩვენ ბარსა ვართ და ზეწოლის ქვეშ ვართ და ეს მისასალმებელია“,

- განაცხადა ჩავიმ „სევილიასთან“ შეხვედრის წინ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს