დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

ბექჰემი: ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ლეო მესია

დევიდ ბექჰემი თავის საყვარელ ფეხბურთელად ლიონელ მესის მიიჩნევს.

“საყვარელი ფეხბურთელი? შეიძლება ასეთად მესი დავასახელო. ის თავისუფლად თამაშობს. მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი გუნდისა და ქვეყნისთვის თამაში, გამარჯვება წარმოუდგენელი მომენტია. მისნაირი ფეხბურთელების ყურება მიყვარს“.

- მესი ისტორიაში საუკეთესოა?

„არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ აუცილებლად ახსენებთ დიდ ფეხბურთელებს, პელედან და მარადონადან, ლეომდე და კრიშტიანუმდე.

მე ვიტყოდი, რომ ლეომ საოცარ შედეგებს მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით შეუძლია ბრწყინვალე კარიერა დაასრულოს... თუმცა მისი კარიერა ჯერ არ დასრულებულა, კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს. მაგრამ მესი, რა თქმა უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“,

- თქვა ბექჰემმა ESPN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემს თავის გუნდში (ინტერ მაიამი) მესის ხილვის სურვილი აქვს და არგენტინელს ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ, თავისთან ეპატიჟება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს