გემისთვის უნდა მიესწროთ - ლიონის ქომაგებმა ტრიბუნები 73-ე წუთზე დატოვეს
Aa
Aa

გემისთვის უნდა მიესწროთ - ლიონის ქომაგებმა ტრიბუნები 73-ე წუთზე დატოვეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოცე ტურში, „ლიონი“ სტუმრად „აიაჩოს“ დაუპირისპირდა. ფრანგული ფეხბურთის გრანდმა ლეპენანისა და ლაკაზეტის გოლებით 2:0 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში მერვედ მოიგო. „ლიონის“ გასვლით მატჩს კლუბის ულტრასი გულშემატკივრების ჯგუფი დაესწრო, მაგრამ ისინი ტრიბუნებზე საფინალო სასტვენამდე არ დარჩენილან.

„ლიონის“ გულშემატკივრებმა შეხვედრა 73-ე წუთზე დატოვეს, რათა გემისთვის მიესწროთ. როგორც მოგეხსენებათ, „აიაჩოს“ საშინაო არენა კუნძულ კორსიკაზე მდებარეობს და „ლიონის“ ფანები მატჩის ბოლოს რომ დალოდებოდნენ, რეისზე დააგვიანდებოდათ და მოუწევდათ, ღამე კორსიკაზე გაეტარებინათ.

ცნობისთვის, „ლიონს“ რთული პერიოდი უდგას და მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს. ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმანს 20 ტურის შემდეგ, 28 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს. „ლიონს“ მომდევნო შეხვედრა 1-ელ თებერვალს, „ბრესტის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას მცველი: „გეტყვით, კვარა როგორ შეაჩეროთ“
რომას მცველი: „გეტყვით, კვარა როგორ შეაჩეროთ“