გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

2026 წლამდე სარაევოში - გულიაშვილის ტრანსფერი დადასტურდა

CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი კარიერას „სარაევოში“ გააგრძელებდა. ახლახან, ბოსნიურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.

View this post on Instagram

A post shared by FK Sarajevo (@fk_sarajevo)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, რომელიც ობიექტურად გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებდა, „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე გააფორმა. მას ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, რომ პოლონეთის, უნგრეთისა თუ ავსტრიის დონის ჩემპიონატში ითამაშოს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი უსუსტესია. სამწუხაროა, რომ გიორგი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში არ გადავიდა. თუნდაც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან შესრულებული დუბლიც საკმარისია იმისთვის, რომ გულიაშვილის გადასვლა ბოსნიაზე უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში იყო მოსალოდნელი და მისი პლუსებიდან გამომდინარე ამის რეალური საფუძველი არსებობდა.

„სარაევოს“ ოფიციალური ვებგვერდი გულიაშვილს ახასიათებს, როგორც სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშედ, რომელსაც კარგი დრიბლინგი აქვს.

View this post on Instagram

A post shared by FK Sarajevo (@fk_sarajevo)

შეგახსენებთ, 21 წლის გულიაშვილი 2018-22 წლებში „საბურთალოში“ ასპარეზობდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 79 მატჩში 11 გოლი შეაგდო. გასულ სეზონში „საბურთალოს“ რიგებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე პასია.

გიორგის საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა