რეალი, ვალენსია, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

“დასაკარგი არაფერი გვაქვს“ - გატუზო რეალთან მატჩის წინ

მადრიდის „რეალი“ რიადში გაემგზავრა, სადაც ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას უნდა მიიღოს მონაწილეობა. „სამეფო კლუბი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ღამურების თავკაცმა ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გატუზო:

„მე და ანჩელოტის პრობლემა გვქონდა და ეს ჩვენს სფეროს უკავშირდებოდა, მაგრამ მან იცის, რომ დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე ვსაუბრობთ. პირადი ადამიანური და საფეხბურთო თვალსაზრისით კარლოს დიდ პატივს ვცემ.

„ვალენსიას“ ახლა კარგი პერიოდი არ აქვს. ზედიზედ ორი განსხვავებული მატჩი წავაგეთ. მოხარული ვარ, რომ ისეთი დონის გუნდს ვეთამაშებით, როგორიც მადრიდის „რეალია“. მათ უნიკალური ისტორია დაწერეს. დასაკარგი არაფერი გვაქვს. მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ.

„რეალის“ დასამარცხებლად რაიმე გიჟური უნდა გავაკეთოთ. „კადისთან“ ჩაგდებული მატჩი კი უნდა დავივიწყოთ. თუ ცხოვრებაში წარუმატებლობას განიცდი, ამის გამოსწორებას დიდხანს უნდა ელოდო, მაგრამ სპორტში ასე არ ხდება. როცა ყველა ფიქრობს, რომ მკვდარი ხარ შეგიძლია სწრაფად შეცვალო სიტუაცია. „რეალს“ ორ წუთში ორი გოლის გატანა შეუძლია. უმაღლესი დონის გუნდს ვეთამაშებით და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩი 11 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება