ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„შურისძიება მინდა“ - ჩავის სამოტივაციო სიტყვები გუნდის გასახდელში

ესპანური As-ი სეზონის დაწყებამდე ჩავის სამოტივაციო სიტყვებს ავრცელებს, რომელიც ერნანდესმა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ლა ლიგის დაწყებამდე უთხრა.

„ამ შემადგენლობით ლა ლიგის ტიტული წელს გარდაუვალია. ბიჭებო, თქვენ ამისგან თავის დაღწევა არ შეგიძლიათ. წელს უნდა გავათრიოთ.

ყველა თამაში არის ომი. ბიჭებო, ყველაფერი უნდა გაიღოთ. თანაგუნდელებისთვის, რომლებიც არ თამაშობენ, ჩვენი გერბისთვის, რადგან ბარსაში ყოფნა პრივილეგიაა და მოედანზე უნდა მოკვდე. ასეთ გუნდთან ერთად უნდა მოვიგოთ ტიტულები და განსაკუთრებით ლა ლიგა, მზად ხართ იყოთ ერთი ოჯახი? შურისძიება მინდა. კარგი დასაწყისი გვექნება“,

- განუცხადა ჩავიმ ფეხბურთელებს ლა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ, რომელიც „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ფრედ 0:0 დასრულდა.

28 დეკემბერს Amazon Prime-მა გამოუშვა ბარსელონა: ახალი ერა, დოკუმენტური სერიალი, რომელიც შედგება ხუთი 30 წუთიანი ეპიზოდისგან, რომელიც მიჰყვება კლუბის გზას 2020 წლის აგვისტოში მიუნხენის „ბაიერნთან“ 8-2 დამარცხების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს კუბო პელესთვის - ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის ემზადებიან
ოქროს კუბო პელესთვის - ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის ემზადებიან