ტომას ტუხელი
Aa
Aa

ესპანურს სწავლობს - ტუხელი ლა ლიგის რომელიმე კლუბს ჩაიბარებს

ლონდონის „ჩელსიდან“ დათხოვნის შემდეგ, ტომას ტუხელი ჯერაც უგუნდოდ არის, თუმცა ეს ვითარება შესაძლოა მალე შეიცვალოს.

Bild-ის ცნობით, ტუხელმა შესაძლოა მალე ლა ლიგის რომელიმე კლუბი ჩაიბაროს.

„თომას ტუხელი აღარ ცხოვრობს ინგლისში. მწვრთნელი ცდილობს სწრაფად ისწავლოს ესპანური ენა“,

- დაწერა ტვიტერზე Sport Bild-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა.

ფალკმა სავარაუდო კლუბების ჩამოთვლისას „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ახსენა.

„ბარსა“ რამდენად შესაძლებელია ეს რთული სათქმელია, თუმცა „ატლეტიკო“ სეზონის ბოლოს დიეგო სიმეონეს დათხოვნაზე, რომ ფიქრობს, ამის შესახებ ადრეც დაიწერა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუხელს სურს მადრიდის „რეალთან“, „ბარსელონასთან“ ან „იუვენტუსთან“ ითანამშრომლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერონი: მბაპე მესისა და რონალდუს დონეზეა
ვერონი: მბაპე მესისა და რონალდუს დონეზეა