კატარი 2022, ფერნანდუ სანტუში, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ნიკოლო შირა: სანტუშს მალე დაითხოვენ

ფერნანდუ სანტუშმა შესაძლოა მალე პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

მაროკოსთან დამარცხების შემდეგ, ბევრი იწერება თუ ვინ შეიძლება შეცვალოს სანტუში. მათ შორის ჟოზე მოურინიოს სახელმაც გაიჟღერა. ამჯერად კი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა სანტუშის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს ასახელებს.

შირა ამბობს, რომ სანტუშს მალე დაითხოვენ. მისი შეცვლის ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატი პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუი ჟორჟეა.

თუ, ჟორჟესთან შეთანხმება ვერ შედგება, სიაში კიდევ 2 გვარია - ლეონარდო ჟარდიმი და ლუიშ კასტროსი.

შეგახსენებთ, რომ 68 წლის ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ნაკრებმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს კი ერთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? - კონფედერაცია ქმედით ნაბიჯებს დგამს
ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? - კონფედერაცია ქმედით ნაბიჯებს დგამს