ტიტე
Aa
Aa

„მტკივნეული მარცხი“ - ტიტემ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბრაზილიის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა. „სელესაომ“ მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა და ხორვატიასთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ბრაზილიელთა ფიასკოს შემდეგ, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა, ტიტემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რატომ წავიდა გასახდელში საფინალო სასტვენისთანავე

„შემეძლო, სხვანაირად მოვქცეულიყავი და ალბათ, ასე უნდა გამეკეთებინა. საუბარი გამარჯვებას ან მარცხს არ ეხება. ნახეთ, ჩემი აღნიშვნა მოგებული თამაშების შემდეგ? არა, ასე არ ყოფილა. ბიჭებმა იციან, რომ შეუძლიათ, გაწეული სამუშაოთი იამაყონ“.

ნეიმარი და მეხუთე პენალტი

„მეხუთე პენალტი გადამწყვეტია და ფეხბურთელი, რომელიც ამ დარტყმას ასრულებს, უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფება. სწორედ ამიტომ, საჭიროა, მეხუთე თერთმეტმეტრიანი მაღალი დონის მოთამაშემ შეასრულოს, რომელიც მენტალურადაც ძლიერია. სულ ესაა“.

დასასრული

„მტკივნეული მარცხი იყო. ციკლი დასრულებულია! ამის შესახებ ადრეც ვთქვი. არიან სხვა, ძალიან კარგი მწვრთნელები და არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ სიტყვას გადათქვამს. არ ვაპირებ, დრამა შევქმნა, რომელიც ნაკრებში დარჩება და გუნდს წინ ბევრი რამ ელოდება“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ბალკანელებმა თერთმეტმეტრიანები 4:2 მოიგეს და არგენტინისა და ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულს დაელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები