ბრაზილია
Aa
Aa

კატა პრესკონფერენციაზე - ვინისიუსს გაეცინა, მაგრამ კატა მაგიდიდან გადააგდეს

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების შემტევი ვინისიუს ჯუნიორი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრობდა რა დროსაც მაგიდაზე კატა ახდა და 1 წუთით პრესკონფერენცია შეწყვიტა.

ახალგაზრდა შემტევი ამ ფაქტმა ძალიან გაახალისა, მაგრამ ბრაზილიის პრესსამსახურის უფროსმა კატა მაგიდიდან უხეშად გადააგდო, რითიც ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. პრესკონფერენცია ჩვეულებისამებრ გაგრძელდა და კატა დარბაზიდან არავის გაუგდია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა მერვედფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა. „სელესაოს“ მხრიდან გოლები ვინისიუსმა, ნეიმარმა, რიშარლისონმა და პაკეტამ გაიტანეს. მეოთხედფინალში ტიტეს შეგირდები ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გამო - ATP-მა ბრიტანეთი დააჯარიმა
რუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გამო - ATP-მა ბრიტანეთი დააჯარიმა