ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბარსელონა ბერნარდუს შეძენას კვლავ შეეცდება - კლუბს საკმარისი თანხა აქვს

ხერარდ პიკემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და „ბარსელონასთან“ კონტრაქტს იანვარში ოფიციალურად გაწყვეტს, ეს ფაქტი კი კლუბს ფინანსურად მომგებიან სიტუაციაში აყენებს.

პიკე კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და მისი ნაადრევად წასვლა „ბლაუგრანას“ სახელფასო ბიუჯეტს სერიოზულად ათავისუფლებს. კლუბი კი იანვარში ტრანსფერებზე ფიქრს იწყებს.

ესპანური Sport-ის ცნობით, კატალონიელები ბერნარდუ სილვაზე ფიქრს არ წყვეტენ და პორტუგალიელის ზამთარში დამატებას შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, „ბარსელონაში“ ამ შესაძლებლობას განიხილავენ. ამ ეტაპზე უცნობია „სიტის“ პოზიცია, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეზონის შუაში თავის ერთ-ერთ ლიდერს შეელევა.

თუ, ამ ზამთარში ბერნარდუს ტრანსფერი არ გამოვიდა, წყარო ამბობს, რომ „ბარსა“ მას ზაფხულში გაიფორმებს.

ამ მომენტისთვის რაც ცნობილია არის ის, რომ კატალონიელები იანვარში პიკეს ნაცვლად „ბილბაოდან“ ინიგო მარტინესის დამატებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის