თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები“ - თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა ის, რაც ბოლო დღეებში იწერებოდა. შენგელიას განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და საყვარელ საქმიანობას უბრუნდება.

„საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ Serie A-სა და Euroleague-ის თამაშებია Virtus Bologna-სთან ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის“.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ შენგელიას ოპერაცია ჩაუტარდებოდა, თუმცა პირველ სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, შენგელია ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა.

30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ 2022 წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“
იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“