ბარსელონა, ბაიერნი
Aa
Aa

ნაგელსმანი: “ბარსას კარში არ დავარტყმევინეთ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, რადგან „ინტერს“ თავისი მატჩი მოგებული ჰქონდა და უკვე ცნობილი, იყო რომ „ბლაუგრანა“ ჯგუფიდან ვეღარ გავიდოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.

ნაგელსმანი:

„ის გზა, რომლითაც ჩვენ გავიმარჯვეთ უდიდეს ენერგიას გვაძლევს. ვფიქრობ, „ბარსელონა“ ჩვენგან ასეთ სითამამეს არ ელოდებოდა, მაგრამ, როდესაც ასეთი დონის გუნდს ეთამაშები ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ.

ჩვენ ორი კარგი გოლი გავიტანეთ და მატჩის მიწურულს მესამეც მივაყოლეთ. ისე ვითამაშეთ, რომ „ბარსელონას“ კარში დარტყმის საშუალება არ მივეცით. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ დიდი სულისკვეთებით ვიცავდით საკუთარ კარს. „ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.“

საინტერესო ფაქტები

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა" ბარსას ლიგაზე ზედიზედ 6 მატჩი მოუგო, ბურთების შეფარდება კი 22:4-ზეა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის კამპ ნოუზე გამართული მე-7 ოფიციალური მატჩი იყო, რომელთაგან მიუნხენელებმა 5-ის მოგება შეძლეს. კატალონიელთა წინააღმდეგ მსგავსი შედეგი სხვა არცერთ გუნდს არ აქვს.

რაც შეეხება „რეკორდმაისტერს“, მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი მოხსნეს და ზედიზედ 12 მატჩი მოიგეს.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰრადეცკის გმირობა, ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა, ესპანური კლუბების ანტი-რეკორდი
ჰრადეცკის გმირობა, ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა, ესპანური კლუბების ანტი-რეკორდი