ლივერპული, იუვენტუსი, რობერტო ფირმინო
Aa
Aa

შეტევის გაძლიერება სურს - იუვენტუსი ფირმინოსთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსი“ მძიმე მდგომარეობაშია. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს არის და საქმეები არც სერია ა-ში მისდის კარგად.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე უკვე დაფიქრდა. ავტორიტეტული გამოცემა GOAL ახალ ინფორმაციას გვთავაზობს.

ვიგებთ, რომ „ბებერ ქალბატონს“ რობერტო ფირმინოს გადაბირება სურს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება. როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსს“ „ლივერპულის“ თავდამსხმელში ფულის გადახდა არ სურს და ასეთ შემთხვევაში დიდ წინააღმდეგობას აწყდება.

GOAL-ის ინფორმაციით, ფირმინოს „მილანიც“ აკვირდება და მისთვის აუცილებლად იბრძოლებს. ტურინული გრანდის პლუსი ის არის, რომ მათ უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ. ასევე, გასათვალისწინებელია „ლივერპულის“ პოზიციაც. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბრაზილიელ შემტევს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, მაგრამ რამდენად თანახმა იქნება თავად რობერტო საინტერესო სწორედ ეს არის.

დარვინ ნუნიესის ტრანსფერის შემდეგ, ფირმინოს პოზიციები „ლივერპულში“ მნიშვნელოვნად შესუსტდა და ნომერ პირველი არჩევანი აღარ არის. „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას კი სწორედ ამის იმედი მაქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეაოსთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო
ლეაოსთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო