ჰალ სიტი
Aa
Aa

უცნაური და იშვიათი შემთხვევა - ჰალ სიტის კარი 5 სანტიმეტრით დაამოკლეს

ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „ჰალ სიტიმ“ „ბირმინგემს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ ყოფილა. მატჩის დაწყების წინ, საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა.

გულშემატკივრები გაოცდნენ, როდესაც „ვეფხვების“ სტადიონზე დამონტაჟებული კარი მოხსნეს და მისი გარკვეული ნაწილი მოჭრეს.

ეს იმიტომ მოხდა, რომ აღნიშნული კარი დასაშვებზე 5 სანტიმეტრით მაღალი იყო. რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტები, რომლებიც ყველა გუნდმა უნდა დაიცვას. ასეთი ფაქტი კი საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ იშვიათია. ამ მიზეზის გამო, აღნიშნული გუნდების დაპირისპირება დაგვიანებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისურმა კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან შოთა არველაძე გაათავისუფლა და მის ნაცვლად ენდი დოუსონი დანიშნა, თუმცა მწვრთნელის შეცვლამ "ჰალის" მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვალა. ჯერჯერობით ახალ სპეციალისტს მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსს ხვიჩას შეძენა უნდოდა, ის თამაშს კარგად კითხულობს“ - შოთიმ კვარაზე ისაუბრა
„აიაქსს ხვიჩას შეძენა უნდოდა, ის თამაშს კარგად კითხულობს“ - შოთიმ კვარაზე ისაუბრა