გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 9 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა - ინდიანა ჰიუსტონთან დამარცხდა

NBA-ს რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ინდიანა პეისერსმა“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. გოგა ბითაძის გუნდი „ჰიუსტონ როკეტსთან“ 114-122 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 15 წუთი და 8 წამი გაატარა. მის აქტივში 9 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნაა (1 - შეტევაში). აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს, რომელსაც სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. გოგა მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

NBA-ს ახალი სეზონის პირველ მატჩში „ინდიანა პეისერსის“ მეტოქე „ვაშინგტონ ვიზარდსი“ იქნება. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
beIN SPORTS-ის ექსპერტი: „ქართული ფეხბურთი აღზევების გზაზეა“
beIN SPORTS-ის ექსპერტი: „ქართული ფეხბურთი აღზევების გზაზეა“