პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესიმ პსჟ-სთან ერთად ივარჯიშა - შესაძლოა, მარსელთან ითამაშოს

RMC Sport-ის ინფორმაციით, ლეო მესი მინდორს დაუბრუნდა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

ლეო მესიმ კუნთის ტრავმის გამო პარიზული კლუბის ორი მატჩი გამოტოვა. მას ლიგა 1-ში „რეიმსთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ არ უთამაშია.

„მარსელთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტოფერ გალტიემ განაცხადა, რომ მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა შესაძლოა გალტიემ მესის თამაში არ გარისკოს და 16 ოქტომბერს „მარსელთან“ არ ათამაშოს. 

35 წლის ლეო მესიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 5 გოლია. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის სამ შეხვედრაში 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, მესის პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლიონელ მესი კარიერულ მომავალზე გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში მიიღებს.

რაც შეეხება მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობას, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიაში ამ საკითხს განიხილავენ, თუმცა ამავდროულად პსჟ ეცდება, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მიმდინარე თვის დასაწყისში Le Parisien-ი იუწყებოდა, რომ არგენტინელი ფრანგულ გრანდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი არაა. საქმე ისაა, რომ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის პირველ დღეებთან შედარებით, იგი პარიზში ბევრად უკეთ გრძნობს თავს და მზადაა, კლუბს მოუსმინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროშის დაჭერისა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდების უფლება ექნებათ - ცვლილებები კატარში
დროშის დაჭერისა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდების უფლება ექნებათ - ცვლილებები კატარში