იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

არეულობა ბაიერნში - ფეხბურთელებს ნაგელსმანთან პრეტენზიები აქვთ

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები იულიან ნაგელსმანის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არიან. ამ ინფორმაციას BILD-ი ავრცელებს და აცხადებს, რომ „რეკორდმაისტერის“ მოთამაშეებს გერმანელ სპეციალისტთან სამი პრეტენზია აქვთ.

პირველი პრეტენზია მატჩის მიმდინარეობისას მიღებულ წარმატებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. „ბაიერნის“ ფეხბურთელთა აზრით, ნაგელსმანმა ვერ დაამტკიცა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ვითარების შეცვლა შეუძლია. მათთვის ეს აშკარა „დორტმუნდთან“ გამართულ დაპირისპირებაში გახდა, რომელთანაც „ბაიერნმა“ მოგება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან.

მეორე საკითხი მატჩებისას განხორციელებული ცვლილებები და ძირითადი შემადგენლობის შერჩევა გახლავთ. მაგალითად, ნაგელსმანმა პირობა დადო, რომ ჯამალ მუსიალა „ინტერთან“ მატჩში სასტარტოში გამოჩნდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

გარდა ამისა, „ბაიერნის“ მოთამაშეები ნაგელსმანის ქმედებებითა და ქცევებით არიან უკმაყოფილო. მათ არ მოსწონთ, რომ გერმანელი სპეციალისტი მატჩებისას იმპულსურად იქცევა და ყველაფერს „ერთი მსახიობის თეატრად“ აქცევს. ამასთან, ფეხბურთელები თვლიან, რომ იულიანმა რამდენიმე კომპონენტში მოუმატა. იგი ინდივიდუალურ საუბრებს უფრო ხშირად ატარებს და პრესასთან მათ ყოველთვის იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი: „კვარა კაკას მახსენებს“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი: „კვარა კაკას მახსენებს“