ბაიერნი, დორტმუნდი
Aa
Aa

დორტმუნდის ქამბექი ბაიერნთან - გუნდებმა ქულები გაიყვეს

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „დორტმუნდმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა, თუმცა უფრო მეტს მასპინძლები უტევდნენ. ანგარიში 33-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გახსნა და პირველი ტაიმი „რეკორდმაისტერის“ გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში კვლავ „დორტმუნდი“ უტევდა, მაგრამ გოლი კვლავ სტუმრებმა გაიტანეს. 53-ე წუთზე სანემ „ბაიერნის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ, „ბორუსია“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და 74-ე წუთზე მუკოკომ 1 ბურთი გაქვითა.

90-ე წუთზე მინდვრიდან კინგსლი კომანი გააძევეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კონკრეტულად კი 95-ე წუთზე მოდესტემ გაისროლა, წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ორივე გუნდს 16-16 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მესამე/მეოთხე ადგილს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ „უნიონ ბერლინს“ და „ფრაიბურგს“, რომლებსაც 17-17 ქულა აქვთ და პირველ/მეორე პოზიციას იყოფენ, „ბაიერნზე“ და „დორტმუნდზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ელ კლასიკომდე 8 დღეა - ბარსას 7 ტრავმირებული ჰყავს
ელ კლასიკომდე 8 დღეა - ბარსას 7 ტრავმირებული ჰყავს