ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ალფრედ შრიოდერი
Aa
Aa

„გუნდურად უნდა შევაჩეროთ“ - აიაქსის მწვრთნელმა ხვიჩაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში „ნაპოლი“ სტუმრად „აიაქსს“ შეხვდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.

კითხვა: „ნაპოლის“ ყველაზე სახიფათო მოთამაშე კვარაცხელიაა?

შრიოდერი: „ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მარცხენა ფლანგზე კარგად მოქმედებს. ინდივიდუალურად ძალიან კარგია, როცა ბურთი აქვს. გუნდურად უნდა შევაჩეროთ. ხშირად ცდილობს ერთ-ერთზე თამაშს, კომბინაციებს ზელინსკისთან ერთად კარგად ათამაშებს. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თავი გუნდისგან უნდა დავიცვათ და არა ერთი ფეხბურთელისგან“.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მარკო არნაუტოვიჩია, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩირო იმობილე, დუშან ვლაჰოვიჩი და ხვიჩა კვარაცხელია 5 გოლით მეორე პოზიციას იკავებენ.

სერია ა-ს საწყისი 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში