მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: რონალდუ მისივე პატივისცემის გამო არ შემოვიყვანე

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში 6:3 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

მარცხის მიზეზი? ეს საკმაოდ მარტივია: საკუთარი ძალების საკმარისად ვერ ვირწმუნეთ. როცა არ გჯერა, ვერც გაიმარჯვებ და ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი გეგმის განხორციელებისას დისციპლინა გვაკლდა და ამის გამო დავისაჯეთ.

გამიკვირდა, რომ თამაშში ინიციატივა ვერ გამოვიჩინეთ, ბურთთან თამამად არ ვმუშაობდით და თავისუფალ ზონებსაც არ ვიყენებდით. უნდა დავაფასოთ მანჩესტერ სიტი, მაგრამ დღეს ის არ ყოფილა ჩვენი მეტოქე. მეტოქე ისევ საკუთარი თავები იყო, რადგან საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ.

საკუთარი თავის არ გვჯეროდა და ეს პირველივე წუთიდან ვიგრძენი და შესვენებაზე, თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანე. შესვენების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა. გოლი გავიტანეთ, მომენტები შევქმენით და უფრო თამამები ვიყავით. მოედნის ცენტრი გადავკვეთეთ და სამი გოლი გავიტანეთ.

ახლა მიჭირს რაიმე დადებითზე ფიქრი, გულშემატკივრებს გული გავუტეხეთ და ამით იმედგაცრუებულები ვართ.

რაც შეეხება რონალდუს, ის მოედანზე მისივე პატივისცემის გამო არ შემოვიყვანე, მისი დიადი კარიერის გამო.

ინგლისის პრემიერ ლიგაში 8 ტურის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. „წითელ ეშმაკებს“ მომდევნო შეხვედრა 6 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე „ომონიას“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები