ევრობასკეტი, ბულგარეთის კალათბურთელთა ნაკრები, თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ევრობასკეტის A ჯგუფი: თურქეთმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა

Eurobasket 2022-ზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს. A ჯგუფის მეორე შეხვედრაში, თბილისი არენაზე ერთმანეთს თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც თურქებმა დამაჯერებლად, 14 ქულის სხვაობით - 101:87 გაიმარჯვეს.

ანგარიშის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბულგარელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. თურქებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა დასვკნით მეოთხედში შეძლეს, რომელიც 26:16 მოიგეს, დანარჩენ შემთხვევაში კი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ჯედი ოსმანი გახდა, რომელმაც 35:11 წუთში 25 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შედეგიანი იყო ალპერენ შენგუნიც, რომელმაც მოედანზე გატარებულ არასრულ 25 წუთში 20 ქულას, 9 მოხსნას, 4 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

რაც შეეხება ბულგარეთს, როსენ ბარხოვსკის გუნდიდან ორმაგი დუბლით ალეკსანდარ ვეზენკოვი გამოირჩა, რომელმაც 37:02 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.

ბულგარეთის დამარცხების შემდეგ თურქეთმა მეორე შეხვედრა მოიგო და A ჯგუფის დროებითი ლიდერიც გახდა.

გიორგი ჯიქიას ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძე: ამდენი ტრავმა შეუძლებელია დამთხვევა იყოს, ამ პრობლემას უნდა მიხედონ
ბურჯანაძე: ამდენი ტრავმა შეუძლებელია დამთხვევა იყოს, ამ პრობლემას უნდა მიხედონ