ქვიშის ჭიდაობა
Aa
Aa

მსოფლიო პირველობა - მოჭიდავეების 5 მედალი ესპანეთიდან

ესპანეთის ქალაქ სანხენხოში, ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიოს პირველობის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება 3 ქოროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ნიკა კენჭაძემ (80 კგ) და დაჩი ფირუზაშვილმა (90 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს 1-2 ივლისს ნიცა უმასპინძლებს , ხოლო მეოთხე ეტაპი საბერძნეთის ქალაქ კატერინში, 9-10 ივლისს გაიმართება.

ფინალური შეჯიბრება 2021 წლის მსგავსად, წლეულსაც შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში, 3-4 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ,რომ გასული სეზონი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დაგვირგვინდა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 მედალი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე
6 მედალი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე