თბილისის დინამო, კახა ცხადაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი
Aa
Aa

''კონტრაქტის გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია'' - დინამომ ცხადაძის წასვლა დაადასტურა

თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა ცხადაძემ ოფიციალურად დატოვა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''18 ივნისს, თბილისის ''დინამომ'' მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ''დინამო'' 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახასი და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ“ - ''დინამოს'' სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე ''დინამო'' დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 17 ტურის შემდეგ ''დინამო'' 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალათბურთშიც შეუჩერებელია
„კალათბურთშიც შეუჩერებელია" - Football Italia ხვიჩას ვიდეოს გამოეხმაურა