კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კახა ცხადაძე, დინამო თბილისი
Aa
Aa

კახა ცხადაძე: ,,იმაზე მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური ზესტაფონში დასრულდა, თუმცა ბოლო მატჩამდე, სამგურალისა და დინამო თბილისის შეხვედრა წყალტუბოში შედგა, სადაც მასპინძლებმა მიხეილ ბაშალეიშვილისა და ნიკა კალანდარიშვილის გოლებით მოიგეს (2-1).

აღნიშნული გამარჯვებით სამგურალი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირი ცხრილში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, დინამო თბილისი კი წყალტუბოელებს 1 ქულით ჩამორჩა და მე-3 პოზიცია დაიკავა.

ფეხბურთელების მონდომებით უკმაყოფილო დარჩა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე, რომელმაც მატჩის შემდეგ, ემოციები ვერ დამალა.


კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)

,,როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ ჩემპიონი უნდა გახდე, ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა. მე-17 ტურამდე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და იმ შეხვედრაშიც ზუსტად ასეთი გოლი გავუშვით. ასეთ დონეზე, ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ყველაფერს კვალიფიკაციისკენ მივყავართ. თუ კვალიფიკაცია გაქვს, ცარიელ კარში გასატანს გაიტან.

სამწუხაროა, ამბიცია ისეთი უნდა გქონდეს, რასაც იმსახურებ, ჩვენ იმაზე მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ".

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში დინამო თბილისისა და გაგრას დაპირისპირება დინამო არენაზე, 20 ივნისს, 20:00 საათიდან შედგება. ამავე დღეს, 21:00 საათიდან, გორში, დილა სამგურალს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"