კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, ემანუელ მაკრონი
Aa
Aa

მაკრონი: მბაპეს ვესაუბრე - ზიდანი? მინდა, რომ მან რომელიმე ფრანგული გუნდი გაწვრთნას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

მაკრონი სპორტში აქტიურად არის ჩართული და ფრანგული ფეხბურთის გავლენის გასაზრდელად მცდელობებს არ იშურებს.

- თქვენ ესაუბრეთ კილიან მბაპეს, როგორც მან თქვა. დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ზინედინ ზიდანზე. ელაპარაკეთ მასაც? იქნება თუ არა მნიშვნელოვანი საფრანგეთის გავლენისთვის ზინედინ ზიდანის ხილვა პსჟ-ში?

„მე შევძელი კილიან მბაპესთან საუბარი, მაგრამ ის არჩევანს სინდისის კარნახით აკეთებს. მან ეს აჩვენა, ის ძალიან მომწიფებულია, კარიერას და თავის ვალდებულებას დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით აშენებს. მე არ მილაპარაკია ზინედინ ზიდანთან, მაგრამ უზომოდ აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ფეხბურთელით და როგორც მწვრთნელის მიმართ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გვყავდეს მსგავსი ნიჭის სპორტსმენი და მწვრთნელი, რომელმაც შეძლო ჩემპიონთა ლიგის სამჯერ ზედიზედმოგება, ტურინირი რომლის მოგებაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა.

ვისურვებდი, რომ ფრანგული ფეხბურთისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გავლენა გაზრდილიყოს იმით, რომ ზიდანის მსგავსი პერსონა აქ დაბრუნდეს, რათა გაწვრთნას, რომელიმე დიდი ფრანგული კლუბი. ეს კარგი იქნება. ჩემი როლია იმის თქმა, რომ საფრანგეთი სპორტისა და ფეხბურთის დიდი ერია, რომ არის დიდი აუდიტორია, ვისაც უყვარს ეს სპორტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საუკეთესოები გვყავდეს“.

- ციტირებს მაკრონის სიტყვებს rmcsport-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე