არსენალი, ლიონი
Aa
Aa

გადაწყვეტილია - ლაკაზეტი ლიონში ბრუნდება

ლაკაზეტის და „არსენალის“ გზები იყრება. დიდი ხანია ფრანგი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს. 30 ივნისის შემდეგ ის თავისუფალი აგენტი იქნება. 31 წლის შემტევით „ატლეტიკო“ ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ლაკაზეტიმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით იუწყება, რომ ლაკაზეტი მომავალი სეზონიდან ყოფილ კლუბში „ლიონში“ დაბრუნდება.

რომანოს თქმით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ოფიციალური განცხადება სულ მალე გამოქვეყნდება. ფრანგი ფეხბურთელი „ლიონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ლაკაზეტი „არსენალში“

ფრანგი შემტევი „მეთოფეებს“ 2017 წელს „ლიონიდან“ შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ლაკაზეტიმ „არსენალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 206-ჯერ მოირგო, 71 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცრემლები და არა ტიტულები - რისი ან ვისი ბრალია იუვენტუსის ცუდი სეზონი?
ცრემლები და არა ტიტულები - რისი ან ვისი ბრალია იუვენტუსის ცუდი სეზონი?