უარი პსჟ-სა და ლივერპულს - ჩუამენი მადრიდის რეალში ითამაშებს
Aa
Aa

უარი პსჟ-სა და ლივერპულს - ჩუამენი მადრიდის რეალში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, აურელინ ჩუამენი კარიერას მადრიდის ''რეალში'' გააგრძელებს. ''მონაკოსა'' და მადრიდულ გრანდს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით ფრანგული მხარე 80 მილიონ ევროს მიიღებს, საბონუსე სისტემით თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

საინტერესოა, რომ პსჟ მზად იყო ჩუამენის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა გადაეხადა, თუმცა მოთამაშემ არჩევანი ''რეალზე'' შეაჩერა, რის შემდეგაც პსჟ-მ მოლაპარაკება დატოვა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''რეალისა'' და პსჟ-ს გარდა ჩუამენი ''ლივერპულს'' სურდა, მაგრამ მოთამაშემ არჩევანი ''სამეფო კლუბის'' სასარგებლოდ გააკეთა.

ჩუამენი ''ბორდოს'' აღზრდილია, 2020 წლის ზამთარში ''ბორდოდან'' ''მონაკოში'' გადავიდა, კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურებოდა.

მიმდინარე სეზონში ჩუამენმა ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოზეს პსჟ-ში მუშაობა არ სურს - მომავალს მხოლოდ რომაში ხედავს
ჟოზეს პსჟ-ში მუშაობა არ სურს - მომავალს მხოლოდ რომაში ხედავს