რეალი
Aa
Aa

ჩუამენი ბერნაბეუზე? - აგენტი რეალს სიტყვიერად შეუთანხმდა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე აურელინ ჩუამენის აგენტსა და მადრიდის ''რეალს'' შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. მადრიდის ''რეალი'' მზადაა გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევრომდე გაზარდოს (პლუს ბონუსები). მხარეებს შორის მოლაპარაკება პროგრესირებს.

აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, პსჟ-ს მიზანს ჩუამენის დამატება წარმოადგენს.

გასულ კვირაში ESPN-ის იუწყებოდა, რომ ''მონაკოს“ სამეფო ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფშორულ ზონად ითვლება, ნახევარმცველის გაყიდვისას მონეგასკებს მოგების ოდენობის 24%-ის გადასახადის გადახდა მოუწევთ. „რეალი“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის.

ამასთან დაკავშირებით, „მონაკოში“ იმედოვნებენ, რომ „რეალი“ გარიგებას დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაამატებს, მაგრამ მადრიდელებს ამის გაკეთება ჯერ არ სურთ.

ჩუამენი ''ბორდოს'' აღზრდილია, 2020 წლის ზამთარში ''ბორდოდან'' ''მონაკოში'' გადავიდა, კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში იწურება.

მიმდინარე სეზონში ჩუამენმა ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25 მილიონი ევრო წელიწადში - ზიდანმა ალ-ხელაიფის მორიგი უარი უთხრა
25 მილიონი ევრო წელიწადში - ზიდანმა ალ-ხელაიფის მორიგი უარი უთხრა