ქვიშის ჭიდაობა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები 6 მოჭიდავით წარდგება

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს თურქეთის ქალაქ სარიგემეში გახსნის. მსოფლიო სერიის პირველი ეტაპი 28-29 მაისს გაიმართება და მასში ჯემალ კილაძის გუნდი მონაწილეობას 6 სპორტსმენით მიიღებს.

მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს ესპანეთის ქალაქი სანხენხო უმასპინძლებს, 18-19 ივნისს. მესამე ეტაპს - ნიცა, 1-2 ივლისს, ხოლო მეოთხე ეტაპს - საბერძნეთის ქალაქი კატერინი, 9-10 ივლისს.

ფინალური შეჯიბრება 2021 წლის მსგავსად, წლეულსაც შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში, 3-4 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ,რომ გასული სეზონი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დაგვირგვინდა!

საქართველოს ნაკრები ბათუმში გადის წინასაშეჯიბრო საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე:

70 კგ - ლევან ქელეხსაშვილი

80 კგ - ნიკა კენჭაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი

90 კგ - დავით ხუციშვილი და დავით ფირუზაშვილი

+90 კგ - მამუკა კორძაია

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარა ტაეკვანდოს ისტორიული შედეგი - 8 მონაწილე 8 მედალი
პარა ტაეკვანდოს ისტორიული შედეგი - 8 მონაწილე 8 მედალი