ნადალი დამარცხებულია - ალკარასმა რაფას თიხის საფარზე მოუგო
მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-9 ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა რაფაელ ნადალი დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. 19 წლის ესპანელმა თანამემამულეს თიხაზე პირველად სძლია და სამ სეტში იმარჯვა.
პირველი სეტი ალკარასის უპირატესობით წარიმართა და კარლოსმა საწყისი 7 გეიმიდან 5 მოიგო. 19 წლის ჩოგბურთელს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და მატჩი 6:2 მოგებული პარტიით გახსნა. მეორე სეტი რაფასი იყო. ნადალმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 6:1-ით იმარჯვა, რის შემდეგაც დისაიდერი დაინიშნა. გადამწყვეტი პარტია უკეთ ალკარასმა ჩაატარა და 6:3 მოიგო.
ახალგაზრდა ესპანელი ტოპ 5-ის წევრ ჩოგბურთელს კარიერაში მერვედ შეხვდა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ტოპ 10-ში მყოფი ჩოგბურთელების წინააღმდეგ კი 9 მოგება და 6 წაგება აქვს. ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელიც მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა და იგი პირველი თინეიჯერია, რომელმაც რაფას თიხაზე აჯობა.
???? H I S T O R I C ????@alcarazcarlos03 beats Nadal for the very first time - becoming the first-ever teenager to defeat Rafa on clay!#MMOPEN pic.twitter.com/l6z9IloMQM
— Tennis TV (@TennisTV) May 6, 2022
ალკარასი მომდევნო შეხვედრას მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელმა დღეს ჰურკაჩი ორ სეტში დაამარცხა და ალკარასთან მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება.