დე ბრუინმა ატლეტიკო მაინც გატეხა - ყველაფერი მადრიდში გადაწყდება
Aa
Aa

დე ბრუინმა ატლეტიკო მაინც გატეხა - ყველაფერი მადრიდში გადაწყდება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''ატლეტიკო'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ფილ ფოდენის საგოლე პასით კევინ დე ბრუინმა გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა 13 აპრილს ''ვანდე მეტროპოლიტანოზე'' გაიმართება.

''ატლეტიკოს'' პირველ ტაიმში კარისკენ და ზუსტად კარის მიმართულებით ერთხელაც ვერ დაარტყა. Opta-ს ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკას 2003-04 წლიდან ითვლის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მადრიდული გუნდის მოთამაშეებს შესვენებამდე დარტყმა არ განუხორციელებიათ.

1976-77 წლის სეზონის შემდეგ მადრიდის ''ატლეტიკო'' პირველი გუნდია, რომელმაც ერთ ევროსეზონში ''მან. იუნაიტედსა'' და ''მან. სიტის'' დაუპირისპირდა. 1976-77 წლების UEFA-ს თასის გათამაშებაში ტურინის ''იუვენტუსმა'' ორივე მანჩესტერული გუნდი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები