„სიმეონეს სტილზე მცდარი წარმოდგენა არსებობს, ეს დამამცირებელია“ - გუარდიოლა
Aa
Aa

„სიმეონეს სტილზე მცდარი წარმოდგენა არსებობს, ეს დამამცირებელია“ - გუარდიოლა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

შეხვედრამდე 24 საათით ადრე, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ თამაშის შესახებ ისაუბრა:

„დიეგო სიმეონეს თამაშის სტილზე მცდარი წარმოდგენა არსებობს. მე ვფიქრობ ეს დამამცირებელია. ზოგადად, დიეგო შემადგენლობის დაყენებისას არ რისკავს, თუმცა მას გამუდმებით ძლიერი შეტევა ჰყავს.

„ატლეტიკოს“ სურს, რომ რისკი ნეიტრალურ ადგილებში აირიდოს. როდესაც ბურთს იღებენ აგრესიულები არიან. შეიძლება ვცდები, მაგრამ „როხიბლანკო“ ღრმა დაცვაში აღარ დგას. შესაძლებლობა თუ მიეცემათ, აუცილებლად პრესინგს მიმართავენ.

სასიამოვნოა მეოთხედფინალში ყოფნა. ჩვენ აქ ყოველ წელს ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტი“ კარგად მუშაობს და სწორად ვითარდება“, - განაცხადა გუარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირება „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის 5 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ერთი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს“ - კლოპი
„კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ერთი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს“ - კლოპი