რონალდუმ იუნაიტედს ვეღარ უშველა - ატლეტიკო მეოთხედფინალშია
Aa
Aa

რონალდუმ იუნაიტედს ვეღარ უშველა - ატლეტიკო მეოთხედფინალშია

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ატლეტიკოს“ შორის. ორი მატჩის ჯამში მადრიდული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა. „როხიბლანკომ“ მეორე დაპირისპირება რენან ლოდის ერთადერთი გოლით მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი მატჩის განმავლობაში მომენტების შექმნას ცდილობდა, მაგრამ 100%-იანი შანსი მეორე ტაიმის მიწურულს რაფაელ ვარანს ჰქონდა. ფრანგ მცველს იან ობლაკმა აჯობა. კრიშტიანუ რონალდუ კი „წითელ ეშმაკებს“ გმირად ვეღარ მოევლინა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ატლეტიკო“ ორივე შეხვედრაში სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. ნათლად გამოჩნდა, რომ სიმეონემ რალფ რანგნიკი პირწმინდად დაჯაბნა. თუ ვინ იქნება მადრიდელთა მეტოქე მეოთხედფინალში ამას წილისყრა გვიჩვენებს.

საინტერესო ფაქტები

მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან პრემიერ ლიგის სამი ჩემპიონი გამოაგდო. (2014 წელს „ჩელსი“), (2020 წელს „ლივერპული“)

ბოლო ოთხი შემთხვევიდან, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პლეი-ოფში პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები