Aa
Aa

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდე დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდე დაინიშნა. ეს ინფორმაცია გუშინ გამართული პრესკონფერენციისას "ბარსას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დაადასტურა.

ვალვერდეს ოფიციალური წარდგენა დღეს მოხდება და ის კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს.

53 წლის სპეციალისტი "ბარსელონაში" ფეხბურთელობისას გამოდიოდა. მან 1988-1990 წლებში იოჰან კრუიფის ფორმაციის გუნდში 22 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ერნესტო ვალვერდე ბოლო 4 სეზონი "ბილბაოს" თავკაცობდა, იქამდე კი - "ვალენსიაში", "ოლიმპიაკოსში", "ვილიარეალსა" და "ესპანიოლში" უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები