ლევანდოვსკი-ფელიქსის გაცვლა? ბაიერნი პორტუგალიელით ინტერესდება
Aa
Aa

ლევანდოვსკი-ფელიქსის გაცვლა? ბაიერნი პორტუგალიელით ინტერესდება

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჟოაო ფელიქსის მიმართ ინტერესი განაახლა. Mirror-ის ცნობით, გერმანელები სეზონის ბოლოს პორტუგალიელი შემტევის გადაბირებას შეეცდებიან.

ფელიქსი ამჟამად „ატლეტიკოში“ ჩინებულ ფორმაშია და გრანდების ყურადღების მიპყრობას კვლავ ახერხებს. წყაროს ცნობით, გარიგებაში შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკი ჩაერთოს.

Marca წერს, რომ პოლონელი გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და მას ლა ლიგა მოსწონს. „ატლეტიკო“ კი ფელიქსს, რომელთანაც კიდევ 4-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, ასე მარტივად არ დათმობს და მისი შემცვლელის პოვნამდე პორტუგალიელს წასვლის უფლებას არ მისცემს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, მას კონტრაქტი 18 თვის შემდეგ უსრულდება და „ბაიერნს“ მისგან სარგებლის ნახვა თუ სურს, პოლონელი ზაფხულში უნდა გაყიდოს. „რეკორდმაისტერში“ დიდი განახლების იდეას ემხრობიან და ეს პირველ რიგში თავდასხმის ხაზს შეეხება.

როგორც ცნობილია, სეზონის ბოლოს ლუის სუარესი „ატლეტიკოს“ დატოვებას გეგმავს და გუნდში ცენტრფორვარდის პოზიცია თავისუფალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი გერმანიაში ჰოლანდს პირადად შეხვდა - ბარსა მას მიმზიდველ პირობებს სთავაზობს
ჩავი გერმანიაში ჰოლანდს პირადად შეხვდა - ბარსა მას მიმზიდველ პირობებს სთავაზობს