გენადი გოლოვკინმა მაიკ ტაისონის რეკორდი მოხსნა
Aa
Aa

გენადი გოლოვკინმა მაიკ ტაისონის რეკორდი მოხსნა

ლოს ანჯელესის გარეუბან ინგლვუდში საშუალო წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ყაზახმა გენადი გოლოვკინმა ტიტულები დაიცვა ამერიკელ ვილი მონროსთან ბრძოლაში.

ჩემპიონმა მოწინააღმდეგე სამჯერ გაგზავნა ნოკდაუნში, რის შემდეგაც მსაჯებმა მეექვსე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირეს და ბრძოლა შეწყვიტეს. რინგიდან მესამედ წამომდგარმა ამერიკელმა აღარ მოისურვა შეხვედრის გაგრძელება.

გოლოვკინმა 33-ე ბრძოლა გამართა პროფესიულ რინგზე და ყველა მოიგო. გარდა ამისა, მონროს წინააღმდეგ ზედიზედ მეოცედ გაიმარჯვა ნოკაუტით. ამით ყაზახმა დაამხო ლეგენდარული ამერიკელის, მაიკ ტაისონის რეკორდი, რომელსაც კარიერის სტარტზე ზედიზედ 19 ბრძოლა ჰქონდა მოგებული ნოკაუტით.

გოლოვკინი აპრილში 33 წლის გახდა. ის პროფესიულ რინგზე 2006 წლიდან გამოდის. ყაზახი 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები