ტრავმა ფინალში - ბოლქვაძის დასანანი მარცხი ლაფბოროს ტურნირზე
მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლაფბოროს 25 000-იანი ტურნირის ფინალში დანიელ სოფია ნამი სამავატის ხვდებოდა, თუმცა ტრავმის გამო შეხვედრა ვერ დაასრულა.
პირველი სეტი სკანდინავიელმა 6:2 მოიგო, მეორე სეტის მიმდინარეობისას ანგარიში 5:5 იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელი იძულებული გახდა თამაშო შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძეს კარიერაში მე-7 ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა.
ITF M25/W25 Loughborough - Hard (Final)
— TENIPO - Tennis Livescore (@TENIPOcom) January 30, 2022
Sofia Samavati (DEN) def. Mariam Bolkvadze (GEO)
6-2 5-5 ret.
რაც შეეხება ბოლქვაძის განვლილ შეხვედრებს, ტურნირის ერთეულთა თანრიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ბოლქვაძემ იტალიელი დებორა კიეზა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მან ერთი ეისი შეასრულა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქის მოწოდება 7-ჯერ აიღო, თავისი მოწოდება კი სამჯერ დათმო. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იოანა გერლანდი იყო (6:3, 6:7, 7:5).
მეოთხედფინალში ბოლქვაძემ მე-7 ნომრად განთესილ სარა ბეთ გრეის დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში სძლია.
მსოფლიო რეიტინგში (WTA) მარიამ ბოლქვაძე 386 ქულით 178-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წელს დააფიქსირა, როცა მსოფლიო რეიტინგში 152-ე პოზიცია დაიკავა.