ფლავიო ბრიატორე ფორმულა 1-ს აკრიტიკებს
Aa
Aa

ფლავიო ბრიატორე ფორმულა 1-ს აკრიტიკებს

"რენოს" ყოფილმა შეფმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფუნქციონერმა ფლავიო ბრიატორემ გააკრიტიკა ფორმულა 1-ში დღეს არსებული სიტუაცია. მისი აზრით, "დიდი ცირკი" ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება მაყურებლისთვის და ორგანიზატორებმა ამას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ფორმულა 1-ს გარდაქმნები ესაჭიროება, რადგან ამ მომენტისთვის ეს ის სპორტი არ არის, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. ჩვენ, უბრალოდ, რბოლები გვჭირდება. ჩემპიონატი ყოველთვის რბოლებამდე იყო დაყვანილი, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ არის. დღეს ყველა ფიქრობს საწვავისა და საბურავების ეკონომიაზე. ეს წესი შესაცვლელია, თანაც, მაქსიმალურად სწრაფად. ყველაფერი ძალიან მარტივია - მაყურებელმა უნდა უყუროს იმას, როგორ გადიან პლანეტის საუკეთესო პილოტები 60 წრეს საკვალიფიკაციო რბოლის რეჟიმში. 


სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა გრან-პრი. რამდენადაც ვიცი, ბევრი ეთანხმება ამ აზრს და გარდაქმნები უნდა განხორციელდეს იქამდე, სანამ მაყურებლის უმრავლესობა საბოლოოდ უარს იტყვის ტელევიზორით ფორმულა 1-ის ყურებაზე", - ამტკიცებს ბრიატორე.

ბრიატორეს აზრით, ერთ-ერთი გზა, რამაც შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს, მეტოქეებს შორის ფინანსური მოგების განაწილების სისტემის შეცვლაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხის განაწილება თანაბარი იყოს ყველა გუნდს შორის. თუ ფულს მხოლოდ მდიდარ გუნდებს დაურიგებენ, ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ხოლო ღარიბები უფრო მეტად გაღარიბდებიან", - დაასრულა ანალიზი იტალიელმა.

ცხელი ამბები