„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო" - ნადალმა ჯოკოვიჩზე ისაუბრა

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ტრიუმფატორი, რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეს გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ, „ნოლემ“ სასამართლო დავა მოიგო და ესპანელმა ჩოგბურთელმა მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ნოვაკთან შესაძლოა რამდენიმე საკითხზე უთანხმოება მქონდეს, მაგრამ სასამართლომ თავისი სათქმელი თქვა და დაადგინა, რომ მას ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.

ჩემი აზრით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა და მას წარმატებას ვუსურვებ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, უკეთესი იქნებოდა, ჯოკოვიჩს რომ არ ეთამაშა (იცინის). ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია, როცა ტურნირში მონაწილეობას საუკეთესო ჩოგბურთელები იღებენ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სერბი ჩოგბურთელი ისევ დააკავეს და მისი დეპორტაცია სურთ. მთავრობის წარმომადგენელმა იურისტებმა ჯერ კიდევ სასამართლო პროცესისას განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიიღოს პირადი გადაწყვეტილება და „ნოლეს“ ვიზა გაუუქმოს. ამ შემთხვევაში, სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა 3 წლით აეკრძალება. უცხოური პრესა აქტიურად წერს, რომ ავსტრალიის მთავრობა უდიდესი ალბათობით, სწორედ ამ ზომას გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას
BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას