BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას
Aa
Aa

BREAKING - ნოვაკ ჯოკოვიჩმა საქმე მოიგო, მაგრამ შესაძლოა, ტიტული მაინც ვერ დაიცვას

ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმის განხილვა მიმდინარეობდა და სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. BBC-ისა და ავსტრალიური Herald Sun-ის ინფორმაციით, მოსამართლე ენტონი კელიმ სერბის აპელაცია დააკმაყოფილა.

მოსამართლის მიხედვით, ჯოკოვიჩის ავსტრალიური ვიზის ანულირების გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და სერბი ჩოგბურთელი საკარანტინო სასტუმროდან დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ. ამასთან, მას პასპორტი და პირადი ნივთები უნდა დაუბრუნონ.

საინტერესოა, რომ მთავრობის წარმომადგენელმა ადვოკატებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიიღოს პირადი გადაწყვეტილება და „ნოლეს“ ვიზა გაუუქმოს. ამ შემთხვევაში, სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა 3 წლით აეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ბევრ ადამიანს მოუნდა, რის გამოც სერვერები გადაიტვირთა და ავსტრალიელ სამართალდამცველებს ზომების მიღება მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა
ავსტრალიის ღია პირველობა - გორგოძემ 3 სეტში იმარჯვა, ბოლქვაძე დამარცხდა