მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
იაპონიის ქალაქ კიოტოში, რამდენიმე წუთის წინ რაგბის მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა დასრულდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები უელსი და ავსტრალია იქნებიან, ხოლო დანარჩენი 2 გუნდი ჯერ კიდევ გამოსავლენია.
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში ჩატარდება.