ბასილაშვილი გოფინთან დამარცხდა
ბარსელონას ტურნირზე პირველი წრის მარტივად დაძლევის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი გათამაშების მეორე რაუნდში დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერ ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდა და 5:7 0:6 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი პირველ სეტში ბრეიკით 3:1 იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ხოლო მეორე პარტია პირწმინდად დათმო.
გოფინი მომდევნო წრეში ხაჩანოვი-კუევასის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.