მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები - 3 ქართველი ფეხბურთელი რჩეულთა შორის
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები - 3 ქართველი ფეხბურთელი რჩეულთა შორის

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. რეიტინგი მიმდინარე სეზონში დაფიქსირებულ სტატისტიკაზე დაყრდნობითაა შედგენილი და 33 ჩემპიონატის მონაცემებია გათვალისწინებული. ფეხბურთელებს ადგილები დრიბლინგის ინდექსის მიხედვით მიანიჭეს, ყოველ 100 წუთში (ფეხბურთელის მიერ ნათამაშებ დროზეა საუბარი) განხორციელებული წარმატებული დრიბლინგების რაოდენობა გახლავთ.

ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესო დრიბლიროს შორის „რუბინის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ. „კვარას“ დრიბლინგის ინდექსი 7.82 გახლავთ და იგი მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ხვიჩა ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც რაფაელ ლეაო, ალან სენ-მაქსიმენი, ნეიმარი, ალფონსო დევისი, კილიან მბაპე, ვინისიუსი და სხვები არიან.

კვარაცხელია ერთადერთი ქართველი არაა, რომელიც CIES-ის სიაში მოხვდა. 36-ე პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილი იმყოფება - 6.07 ინდექსით, ხოლო 54-ე ადგილს ზურიკო დავითაშვილი იკავებს - 5.48.

ცნობისთვის, რეიტინგის ლიდერი ადამა ტრაორე გახლავთ. „ვულვზის“ შემტევის დრიბლინგის ინდექსი 11.24-ია. მეორე პოზიციას „უნივერსიდად დე ჩილეს“ ფეხბურთელი, ნაჰუელ ლუხანი იკავებს - 9.68, მესამე კი ჩიდერა ეჯუკე გახლავთ - 9.29. CIES-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი სრულად შეგიძლიათ აქ იხილოთ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები