დიეგო სიმეონეს შვილის დუბლით ვერონამ იუვენტუსი დაამარცხა
Aa
Aa

დიეგო სიმეონეს შვილის დუბლით ვერონამ იუვენტუსი დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია ა-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად, „ბებერი ქალბატონი“ „ვერონას“ ესტუმრა და 1:2 წააგო. წინა ტურში კი ალეგრის შეგირდები იდენტური ანგარიშით, საკუთარ კედლებში „სასუოლოსთან“ დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ბიანკონერის“ ორივე გოლი დიეგო სიმეონეს შვილმა ჯოვანი სიმეონემ გაუტანა. ანგარიში არგენტინელმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო ზუსტად 3 წუთში დუბლი შეასრულა. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ვერაფერი შეცვალეს.

მეორე ტაიმში მატჩის სადავეები ტურინელებმა ჩაიგდეს და ბევრს უტევდნენ. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ვესტონ მაკკენიმ გოლის გატანა მხოლოდ მე-80 წუთზე მოახერხა. ანგარიშში სხვაობის შემცირების შემდეგ, იუვე ბევრს უტევდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ წაგების შემდეგ, „იუვენტუსს“ 15 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები დააგროვა „ვერონამ“, თუმცა ცხრილში ერთი პოზიციით წინ იმყოფება. ცნობისთვის, მომავალ ტურში „ბებერი ქალბატონი“ „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 6 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები