საერთაშორისო ტურნირი - მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა ბუდაპეშტში
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფიგურულ ციგურობაში საერთაშორისო ტურნირი " 2nd Budapest Trophy 2021" -ის სტატუსით გაიმართა, რომელშიც  ქართველი მოციგურავეები ალინა ურუშაძე ( ერთეული ქალები), სპორტულ წყვილებში კი ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის მონაწილეობდნენ.

მეტელკინა-პარკმანის წყვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი ამ სეზონზე პირველი სტარტი იყო , ხოლო საქართველოს სახელით მათი ერთობლივი გამოსვლის კი მეორე ასპარეზობა. სპორტული წყვილი საკმაოდ სერიოზულად მოემზადა სეზონის ამ პირველი სტარტისათვის და ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულით მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დამსახურებულად მოიპოვა, რაც უდავოდ მაღალი შედეგია წყვილისათვის სეზონის საწყის ეტაპზე. 

საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელმაც 14 ქვეყნის 20 მოციგურავე ქალს შორის 179,14 ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო.

ქართველი მოციგურავეების ხშირი გამოსვლები საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში , მათი სპორტული ფორმის სრულყოფისა და ოლიმპიურ სეზონზე ახალი პროგრამების ფორმირებისათვის.

შეგახსენებთ,რომ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში ოქროს მედლები მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა დაისაკუთრა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები