დუმის დეპუტატი გაფრინდაშვილზე: „ ახლა სექსიზმზე აპელირება პოპულარული გახდა
Aa
Aa

დუმის დეპუტატი გაფრინდაშვილზე: „ ახლა სექსიზმზე აპელირება პოპულარული გახდა"

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

ნონა გაფრინდაშვილის იურიდიული კომპანია BLB იცავს და მის საჩივარში აღნიშნულია:

ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.  Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია.

ინციდენტს რუსეთის დუმის დეპუტატი, სვეტლანა ჟუროვა გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი მოციგურავე და ოლიმპიური ჩემპიონია. ყოფილი სპორტსმენის თქმით, ეს ყურადღების მიქცევის ერთგვარი მცდელობაა, პრეტენზიები კი შედარებით სამართლიანი მაშინ იქნებოდა თუ ფილმი დოკუმენტურ ტიპს მოერგებოდა და არა - გასართობს:

ახლა სექსიზმზე აპელირება პოპულარული გახდა. საქმე იმაშია, რომ სერიალი გასართობის თემატიკისაა და არა დოკუმენტური ტიპის, ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, ფაქტები განსხვავებული იყოს, თუმცა Netflix ვალდებული იყო ამაზე ნონა გაფრინდაშვილთან გადაღებამდე ესაუბრა და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს ქმედება არასწორია.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება. 

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები