Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  18:08

თეა წულუკიანი მკლავჭიდელებს შეხვდა და წარმატებები მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძესთან ერთად მკლავჭიდელებს, ლევან საგინაშვილსა და ირაკლი ზირაქაშვილს შეხვდა. მინისტრმა მკლავჭიდელებს სპორტული წარმატებები მიულოცა, საქართველოში მკლავჭიდის სფეროში არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე ესაუბრა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან საგინაშვილი შვიდგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონია მკლავჭიდში.

საგინაშვილი ტურნირის - „ტოპ 8 მკლავჭიდელი” ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე, ვიტალი ლალეტინი დაამარცხა (6-0). სპორტსმენი წელს უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირში. ამჯერად, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საგინაშვილმა ამერიკელი მეტოქე, დეივ ჩაფი, 6-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.

რაც შეეხება ირაკლი ზირაქაშვილს, მან ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილება. 95-კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრი პირველად გაიმართა და ზირაქაშვილმა ამერიკელი დევიდ მოსიე დაამარცხა. სპორტსმენი ნოემბერში 1/4 ფინალურ ბრძოლას გამართავს.

ირაკლი ზირაქაშვილი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია მკლავჭიდში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტსმენებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრები გრძელდება და მინისტრი სპორტის თითოეულ სახეობაში არსებული სიტუაციის შესახებ უშუალოდ სპორტსმენებისა და სპორტული ორგანიზაციებისგან იღებს ინფორმაციას.

მომზადებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage