პირველი მედალი პარალიმპიადაზე - ნინო თიბილაშვილი ვერცხლის პრიზიორია
Aa
Aa

პირველი მედალი პარალიმპიადაზე - ნინო თიბილაშვილი ვერცხლის პრიზიორია

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა . აღასანშნავია, რომ ნინო გახდა პირველი ქალი პარასპორტსმენი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ჟინ ბიანთან ანგარიშით 7:15 წააგო.

ნახევარფინალში ნინო თიბილაშვილმა ურთულეს ბრძოლაში უკრაინელი ევგენია ბრეუსი ანგარიშით 15:12 დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ნინომ რუსეთი პარალიმპიური კომიტეტის წევრი ევგენია სიჩოვასა და კანადელ სილვი რუთ მორელა აჯობა, ხოლო პოლონელ კინგა დროზდსთან და ჩინელ ჰაიან გუსთან წააგო. მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრილიასთან იოლი გამარჯვება იზეიმა. მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა. 

დღესვე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარასპორტსმენი ჩინელ რონგ ჟიაოსთან 15:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები