Aa
Aa

"ემიგრანტ დეიდას და ბებიას ჩამოვიყვან" - პასუხი, თუ რაში დახარჯავს მილიონს ბექაური

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. 21 წლის ბექაურმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს გადაუხდის. ასეთი კი ჯერჯერობით მხოლოდ ლაშა ბექაურია. TV პირველის ჟურნალისტმა ქართველ ფალავანს ჰკითხა, თუ რაში დახარჯავდა მილიონს, რაზეც 21 წლის ძიუდოისტმა უპასუხა, რომ პირველ რიგში ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოიყვანს საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები